Subdomain, Addon, Alias

Subdomain

Subdomain საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ განსხვავებული URL-ები მთავარი დომენის ქვეშ. ის პრეფიქსია, რომელიც ემატება ძირითად მისამართს.

მაგალითად, თუ მთავარი დომენი არის example.com, შესაძლებელია შევქმნათ blog.example.com, რომელიც გახსნის იმავე საიტს, მაგრამ სხვა გვერდს.

Addon Domain

Addon დომენის საშუალებით ერთ ჰოსტინგ ანგარიშზე სრულიად განსხვავებული საიტების განთავსება შეგვიძლია. თუ გვაქვს მთავარი დომენი example.com, შეგვიძლია დავამატოთ anotherdomain.com როგორც ედონი და მისი ფაილები გამოჩნდება ცალკე საქაღალდეში, მაგ. /public_html/anotherdomain.

Alias Domain

Alias Domain გვაძლევს საშუალებას, ერთსა და იმავე საიტს ვუკავშირდეთ სხვადასხვა დომენით. მაგალითად, თუ მთავარი მისამართია example.com, ხოლო example.net დაყენებულია ალიასად, ორივე გახსნის ერთსა და იმავე კონტენტს.